ქუთაისის ვიცე-მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ვიცე-მერს, ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ირაკლი ქარქაშაძეს ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.
ქარქაშაძემ „პი სი არ“ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ქარქაშაძე თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, რადგან ის იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის კონტაქტი იყო, რომელიც ასევე ინფიცირებულია.
























