მეჯვრისხევში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო

მეჯვრისხევში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობას 58 475 ლარი მოხმარდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„პროექტის მიხედვით, მოეწყო ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, საბავშვო მოედანზე რეზინის ფილები, დაიდგა დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 სპორტული მოედანი და 21 დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
























