თელავში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

თელავში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

თელავში ავარიის დროს ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ყვარელი - თელავის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს „მერსედერსის“ და „გოლფის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

შედეგად დაშავდნენ მძღოლები და მგზავრები.

ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.