ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება

სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები რჩება და დარჩება ხელშეუხებელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს ხელმოწერილი ყარაბაღის ზავის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება. მაგრამ გადაუჭრელი საკითხები უნდა გადაწყდეს ცივად, მშვიდად, მუშაობის შედეგად ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სიუნიქის მონაკვეთში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ზოლების დადგენა მიმდინარეობს.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განმარტა, რომ 9 ნოემბრის განცხადებაში არ არის ნახსენები ზანგელანისა და კუბატლის რეგიონები, რადგან ზავის დადების დროს ამ ტერიტორიების 90% და მეტი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იყო და მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ იქ სასაზღვრო ხაზების კორექტირება მოხდება. ფაშინიანის თქმით, კორექტირება მომდევნო რამდენიმე კვირაში განხორციელდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს