ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა სოფელი ტალავერიდან დღეს დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ტესტებს უღებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევას მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა თამარისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფები ეტაპობრივად განახორციელებენ.

,,აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში სწრაფი ტესტის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ცენტრალურ საავადმყოფოში ყოველდღეა შესაძლებელი. დაბა კაზრეთში კი მედიკოსები მოსახლეობას ტესტებს ადგილობრივ პოლიკლინიკაში არსებულ ამღებ პუნქტში უკეთებენ. სპეციალისტები მოქალაქეებს ბიოლოგიურ მასალას ცხვირ-ხახიდან უღებენ და სწრაფი ტესტების მეშვეობით კორონავირუსის გამოვლენა მცირე დროში ხდება. ტესტის გაკეთება მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს