ბათუმში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა

ბათუმში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„მოგეხსენებათ, ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, აჭარის მთავრობაში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად, გატარდა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების მხარდაჭერას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან მუნიციპალიტეტებს ეთხოვათ სასურსათო კალათებით უზრუნველყოფა სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის. ჩვენ, ბათუმში მცხოვრებ 5 200 ბენეფიციარს სასურსათო კალათას გადავცემთ და დახმარებას გავუწევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სოციალური დახმარებით ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიციარები: 100 000 ქულის ჩათვლით - შშმ პირები, სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, ომში დაზიანებული შშმ პირები, 18 წლამდე ასაკის შშმ პირები. ასევე, 100 000 ქულის ჩათვლით - მარტოხელა პენსიონერები 200 000 ქულის ჩათვლით - 3 და მეტ შვილიანი ოჯახები უდედმამო ბავშვები, მარტოხელა მშობლები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, სამამულო ომის ვეტერანები, მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.

„სასურსათო პროდუქტები ასევე გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც მითითებულ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მუნიციპალური სერვისების სააგენტომ განახორციელა. სასურსათო კალათების შეძენისთვის მერიის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული ეკონომიაა. გარდა ამისა, 300-ზე მეტ ოჯახს 630 კუბური მეტრი საშეშე მერქანი გადაეცემა“, - აღიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა