ნათია თურნავა - წელს „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის

2020 წელს „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში ნათია თურნავამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა და განხორციელდა.

„ჩვენი ერთ-ერთი პროგრამა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის. 2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, რაც არის ჯამურად 161 მილიონი ლარის ინვესტიცია, ასევე განხორციელდა მიკრომეწარმეების მხარდამჭერი კონკურსი, რისთვისაც გამოყოფილია 40 მილიონ ლარამდე, პრაქტიკულად, გაორმაგებული ბიუჯეტი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად იქცა კრიზისში მყოფი ინდუსტრიების მხარდაჭერისთვის (2020 წლის განმავლობაში დღემდე მხარდაჭერილია 121 პროექტი), ასევე იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ბინათმშენებლობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, ვისაც იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სურდა (6317 სესხის მხარდაჭერა).

„ასევე აქცენტი გაკეთდა დაზარალებულ ინდუსტრიებზე, რომელთა დასახმარებლად სრულიად ახალი მიმართულებები შეიქმნა „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში - მაგალითად, ეს არის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 2200-მდე სასტუმრომ; ასევე ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმი, რომლითაც 33 ტურისტული კომპანია უკვე სარგებლობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტროში რეგულარული შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფთან, რომლებიც ასევე დაზარალდნენ პანდემიის გამო.

„მხარდაჭერის მიმართულებებს დავამატეთ ივენთ-კომპანიებისთვის საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, ახლახან ამოქმედდა ასევე სარესტორნო ინდუსტრიის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს განაცხადების მიღება და დღევანდელი ინფორმაციით, უკვე 1400-ზე მეტმა რესტორანმა მოგვმართა განაცხადით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთი სტარტაპებისა და ინოვაციების წახალისებას, რომელიც დისტანციურ სამუშაოსთან და უსაფრთხოების ნორმების დანერგვასთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ნათია თურნავა - წელს „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის

2020 წელს „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში ნათია თურნავამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა და განხორციელდა.

„ჩვენი ერთ-ერთი პროგრამა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის. 2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, რაც არის ჯამურად 161 მილიონი ლარის ინვესტიცია, ასევე განხორციელდა მიკრომეწარმეების მხარდამჭერი კონკურსი, რისთვისაც გამოყოფილია 40 მილიონ ლარამდე, პრაქტიკულად, გაორმაგებული ბიუჯეტი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად იქცა კრიზისში მყოფი ინდუსტრიების მხარდაჭერისთვის (2020 წლის განმავლობაში დღემდე მხარდაჭერილია 121 პროექტი), ასევე იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ბინათმშენებლობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, ვისაც იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სურდა (6317 სესხის მხარდაჭერა).

„ასევე აქცენტი გაკეთდა დაზარალებულ ინდუსტრიებზე, რომელთა დასახმარებლად სრულიად ახალი მიმართულებები შეიქმნა „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში - მაგალითად, ეს არის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 2200-მდე სასტუმრომ; ასევე ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმი, რომლითაც 33 ტურისტული კომპანია უკვე სარგებლობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტროში რეგულარული შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფთან, რომლებიც ასევე დაზარალდნენ პანდემიის გამო.

„მხარდაჭერის მიმართულებებს დავამატეთ ივენთ-კომპანიებისთვის საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, ახლახან ამოქმედდა ასევე სარესტორნო ინდუსტრიის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს განაცხადების მიღება და დღევანდელი ინფორმაციით, უკვე 1400-ზე მეტმა რესტორანმა მოგვმართა განაცხადით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთი სტარტაპებისა და ინოვაციების წახალისებას, რომელიც დისტანციურ სამუშაოსთან და უსაფრთხოების ნორმების დანერგვასთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი