ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტში 29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„ამ ეტაპზე სამუშაოები სამ სოფელში (უწერა, სორი, ლაგვანთა) მიმდინარეობს. სოფელ უწერაში წყალსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო სორსა და ლაგვანთაში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტის სოფლებს. პირვანდელი სახის დაბრუნება კი, გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა აქტიური და ინტენსიური მუშაობის ფონზე ვითარება მალე შეიცვლება “,-აღნიშნულია ინფორმაციაში.