მურმან დუმბაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებაზე - პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც შემოვა და ვიღაც გავა

მურმან დუმბაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებაზე - პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც შემოვა და ვიღაც გავა

პოლიტიკური პარტიაც არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაც შემოვა და ვიღაც გავა,- ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი მურმან დუმბაძე.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გრიგოლ ვაშაძე ძლიერი დიპლომატი და პოლიტიკოსია.

„მინდა მადლობა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს, რაც მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა, მან თითქმის მილიონამდე ხმა მიიღო“, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით კი, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება პარტიაში სოციალური ქსელით გაიგეს.

„სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პიროვნება",- განაცხადა ბაგრატიონმა.