აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციის აქციაზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციის აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს და ამ დროისთვის სულ 4 პირია დაკავებული. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ღობეზე ავიდნენ და სტიკერებს აკრავდნენ. დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
„აქციის ოთხი მონაწილეა დაკავებული. ისინი ცდილობდნენ ღობეზე ასვლას და სამთავრობო სპეციალური სამსახურის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ჩამოსულიყვნენ ღობიდან, არ დაემორჩილნენ. ასევე ტერიტორიაზე მყოფმა პოლიციელებმაც მიუთითეს, რომ დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ჩამოსულიყვნენ ღობიდან, არ დაემორჩილნენ.
მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა.
თავის მხრივ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
























