"ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს

"ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სიების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, უსკოს შემდგომ დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატების გაუქმებაზე ინდივიდუალურად მიმართავენ.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ოპოზიციას საერთო ჯამში 7 მანდატი აქვს.

მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებით რესპუბლიკური პარტიის წევრს ირაკლი ჩაველიშვილსაც უნდა მიემართა, იგი ოპოზიციის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდა. ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილის პოზიცია ცნობილია და იგი არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ფრიდონ ბათნიძის თქმით, თუ უმაღლესმა საბჭომ სამი დღის ვადაში განკარგულება არ გამოსცა, პარტიული სიები ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება.