მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებმა ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართეს

მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლებმა ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქმეში არსებულ უზუსტობებზე საუბრობენ. მათი თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ტოგონიძის ბრალეულობას დაამტკიცებდა.

დაკავებულის ახლობლები სააპელაციო სასამართლოს საქმის შესწავლას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, პროცესის არადისტანციურ რეჟიმში წარმართვას მოითხოვენ.

ალექსანდრე ტოგონიძე 2019 წლის ნოემბერში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა