რუსთავში მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანია გრძელდება

რუსთავში, პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანია გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეჭირვებული მოქალაქეებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება, დღეს რუსთავის მერიამ დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტისგან დახმარებას, რუსთავში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, ასევე მარჩენალდაკარგულ ოჯახები, მარტოხელა დედები, მარტოხელა მოხუცები, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ვეტერანები მიიღებენ.

ქალაქის მასშტაბით, სურსათის გადანაწილების პროცესის მიმდინარეობას, რუსთავის მერის მოადგილეები კახა გურული და ირმა მესხი ადგილზე გაეცნენ.

„მერიის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნა საკვები პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა. ამ ეტაპზე დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან ზევითაა, მარტოხელა დედები, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც 4 ან მეტი ბავშვი ჰყავთ, მარჩენალდაკარგული ობოლი ბავშვები, ვეტერანები. ამ ეტაპზე, ჯამში, ვგეგმავთ 8 ათასამდე ოჯახს გადავცეთ საკვები პროდუქტი. ჩვენი ვარაუდით, კვირის განმავლობაში ეს აქცია დასრულდება. მეგობარი ორგანიზაციების, ბიზნესმენების, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დახმარებით, კიდევ ვგეგმავთ მოსახლეობისათვის დახმარების გაწევას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურულმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სასურსათო პაკეტებს მოსახლეობამდე, მუნიციპლიტეტის თანამშრომლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მოხალისეები მიიტანენ. მათივე ცნობით, 8000- მდე უკიდურესად შეჭირვებული მოქალაქე დახმარებას კვირის ბოლომდე მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა