ამბროლაურის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს ეცნობა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს 30 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პანდემიის მიუხედავად სამუშაოები მნიშვნელოვნად არცერთი მიმართულებით არ შეფერხებულა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ რამდენიმე დასრულებული პროექტი დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, სოფლების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია.

სოფლების ნაწილში უკვე დაიგო ასფალტირებული გზები, ხოლო დანარჩენ ადგილებში პერიოდულად მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და მოხრეშვის სამუშაოები. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება წყალსადენი სისტემების რეაბილიტაციაც. 2020 წელს მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელს მოუწესრიგდა წყლის მიწოდების პრობლემა და აღნიშნული პროცესი კვლავ გრძელდება.

აქტიურ ფაზაშია გაზიფიცირების პროცესი. 2017-2020 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა ან მიმდინარეობს, რაც ჯამში 6 000-მდე აბონენტს მოიცავს.

„ წელიწადში რამდენჯერმე ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად ვმსჯელობთ, როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ისე არსებულ პრობლემებზე. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად დავეხმაროთ მოზამთრე რაჭველებს და შევუქმნათ ყველა ის ელემენტარული პირობა, რაც ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელში ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი კეთილმოწყობილი საავტომობილო გზითა და ბუნებრივი აირით ისარგებლებს. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები ხორციელდება. მე, არ ვფიქრობ რა თქმა უნდა, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია და პრობლემები აღარ არსებობს, თუმცა მთავარია რომ თითოეული ჩვენგანი მიმართული ვართ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უკეთესობა იგრძნოს", - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო