ექიმის განცხადებით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან 2-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო ერთის კრიტიკულად მძიმეა

ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 პაციენტიდან 2 -ის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი კრიტიკულად მძიმე.

როგორც ბათუმის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ორი კლინიკა "მედინაში", ორი კი რეფერალურ ჰოსპიტალში არის მოთავსებული, მათი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

"ჩვენ კლინიკაში 16:20 წუთზე სამი პაციენტი შემოიყვანეს, ორის მდგომარეობა არის მძიმე, ერთის კი კრიტიკულად მძიმედ ფასდება. პაციენტი მართვით სუნთქვაზე არის გადაყვანილი, ორ პაციენტს ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, ერთი კი საშუალო სიმძიმის მდგომარეობით ფასდება. ჩაუტარდათ კლინიკო - ლაბორატორიული კვლევები, ამჟამად პაციენტების შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. სამივე სრულწლოვანია",- განაცხადეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა