აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ქობულეთში მკვლელობის საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, ქობულეთში, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ასევე პარალელურად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიული - სამძებრო ღონისძიებები ტარდება დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქობულეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სანადირო თოფით კაცი მოკლეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს