გია აბულაძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხრიდან ერთი ადამიანის შესვლა სკამისთვის ბრძოლას ნიშნავს

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხრიდან ერთი ადამიანის შესვლა სკამისთვის ბრძოლას ნიშნავს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე, ირაკლი ჩავლეიშვილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას.

გია აბულაძის თქმით, ოპოზიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი მანდატზე უარს აცხადებდა.

მისივე თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციაში გაკვირვებას იწვევს.

"ყველა საკუთარ გადაწყვეტილებაზე აგებს პასუხს და ყველამ ამომრჩეველს უნდა უპასუხოს. აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხრიდან ერთი ადამიანის შესვლა, ნიშნავს სკამისთვის ბრძოლას და მეტს არაფერს. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ცნობილი არ იყო და რა თქმა უნდა გაკვირვებას იწვევს. "რესპუბლიკური პარტიიდან" პარლამენტში არავინ შედის და მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ შევიდეს - ეს გაკვირვებას იწვევს. ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს არ გამოჩენილა, მან განცხადებაც კი დაწერა უსკოში, რომ არ აპირებდა შესვლას, აი, რა შეიცვალა შემდეგ არ ვიცი",- განაცხადა გია აბულაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, იგი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს და აცხადებს, რომ პარტიის პოზიცია მისთვის მიუღებელია.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან