სენატის უმრავლესობის ლიდერმა „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა

სენატის უმრავლესობის ლიდერმა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წევრმა მიტჩ მაკკონელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

BBC-ის ინფორმაციით, სენატში სიტყვით გამოსვლისას სენატორმა განაცხადა, რომ მას 3 ნოემბრის არჩევნების სხვა შედეგით დასრულების იმედი ჰქონდა, მაგრამ საარჩევნო კოლეგიამ თავის სიტყვა თქვა.

„ასე რომ, დღეს მე მსურს, არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მივულოცო,“- აღნიშნა მაკკონელმა.

მისივე თქმით, „ყველა ამერიკელს შეუძლია, იამაყოს, რომ ქვეყანას პირველად ჰყავს არჩეული ქალი ვიცე-პრეზიდენტი“.

მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიტჩ მაკკონელს ტელეფონით ესაუბრა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. BBC-ი წერს, რომ სენატთან ურთიერთობა, რომელსაც ამჟამად „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბაიდენისთვის.

ჟურნალისტების კითხვაზე, აღიარა თუ არა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეილი მაკინანმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ არჩევნებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო