საქართველოში კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1477 თბილისში, 280 - აჭარაში, 533 კი იმერეთში დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 387-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 167 281-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 876, აჭარაში - 824, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 497, აჭარაში - 148, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 51, იმერეთში - 53. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 1 183 - აჭარაში, 165 - იმერეთში. 19 976 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 245, აჭარაში -179, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 483 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 261 პირი, აჭარაში - 8 150, იმერეთში - 6 312”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო