ამირან გამყრელიძე - მოსახლეობას მინდა მივმართო, მაქსიმალურად ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების შემთხვევაში ტესტირება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ტესტირებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კორონავირუსისა და სხვა რესპირაციული ვირუსების დიფერენცირება აუცილებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას გრიპის ვირუსის შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

„მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო და მივმართო, მაქსიმალურად ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების შემთხვევაში ტესტირება, რამეთუ ახლა აუცილებელია დიფერენცირება, რადგან გასულ კვირას გრიპის ვირუსი გამოჩნდა. უფრო მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში. ამიტომ, ეს დიფერენციალური დაიგნოსტიკა სასურველია. ამის საშუალება არის. ძალიან ბევრი პუნქტია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და 15-20 წუთში სწრაფი ტესტით დიფერენციაცია გააკეთონ, მისი რესპირაციული სიმპტომები გრიპით არის გამოწვეული, სხვა რესპირაციული ინფექციით თუ კორონავირუსით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაფართოებული ტესტირების ფონზე, უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება მსუბუქი სიმპტომებიანი ადამიანების იდენტიფიცირება და მათი სწრაფი იზოლირება, რაც სწორედ ეფექტს ახდენს შემდეგ გამოსავალზე.

მნიშვნელოვნად გაფართოებულია ხელმისაწვდომობა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვისარგებლოთ ამ შემოთავაზებით და უფრო აქტიურად მივმართოთ. სამწუხაროდ, შაბათ-კვირას იკლებს და გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს მიმართვიანობა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს