ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მოსახლეობას საკვები პროდუქტი გადასცეს

საქართველოს პარლამენტში, რუსთავი-გარდაბნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავში პანდემიის პირობებში, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პროცესში მოხალისეებად ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაჟორიტარმა დეპუტატმა და რუსთავის მერმა, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები სახლში პირადად მიუტანეს.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ, ბიზნესთან ერთად უკვე დავიწყეთ იმ ადამიანების დახმარება, ვინც კოვიდმა განსაკუთრებით დააზარალა. დღეს ჩვენ რუსთავის მერიასთან ერთად ვაგრძელებთ დახმარების დარიგებას. მე როგორც მოხალისე ვარ ჩართული დღევანდელ აქციაში, მივუტანთ პროდუქტს გარკვეულ ჯგუფებს, რომელიც რუსთავის მერიამ შეარჩია. მიხარია, რომ რუსთავში ყველა ვართ გაერთიანებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მარტივად გადავიტანოთ შეზღუდვების პერიოდი და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. რუსთავის მუნიციპალიტეტმა მაქსიმალურად მოიცვა ყველა ის კატეგორია, რომელიც შეიძლება იყოს გარკვეული საფრთხის წინაშე და საჭიროებდეს ჩვენგან დახმარებას. სამომავლოდ თუ აუცილებელი იქნება, დარწმუნებული ვარ, რუსთავის მერია გადახედავს აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავი-გარდაბნის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით შეძენილ სასურსათო კალათას, ამ ეტაპზე ჯამში 8 ათასი ოჯახი მიიღებს.

„კოვიდპანდემიის პირველი ტალღის დროს ჩვენ დახმარება გავუწიეთ 22 ათას მოქალაქეს. პანდემიის პირობებში, ამჯერად მოწყვლადი ჯგუფების განსაზღვრა სოციალური ბაზიდან მოხდა. შერჩეულია ის კატეგორიები, რომლებიც სოციალურ ბაზაში არიან, ესენია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა დედები და მოხუცები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგული ოჯახები. მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხა და ამ თანხით შეძენილ სასურსათო კალათებს ვარიგებთ. ვინაიდან მოცულობა ამ დახმარების რაოდენობრივად დიდია, მე და ქალბატონმა ნინომ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მოხალისეებს და სახლებში მივუტანოთ სურსათი მათ, ვისაც ეს დახმარება განსაკუთრებით სჭირდება“, - განაცხადა ტაბაღუამ.

სურსათით დახმარების კამპანიის პირველ ეტაპს, რუსთავის მერია კვირის ბოლომდე დაასრულებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს