ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ეპიდსიტუაციაზე და სოციალურ პაკეტებზე იმსჯელა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა.

ვიდეოკონფერენციისას მხარის გუბერნატორმა პანდემიის მიმართულებით იმერეთში არსებულ მდგომარეობაზე, Covid-19-ის მართვის პროცესსა და ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია, რამდენად გამართულად მუშაობს ცხელი ხაზი რაიონებში და ყველას მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მოქალაქის საკითხი თუ პრობლემა.

„ვიდეოკონფერენციის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურ პაკეტზეც იმსჯელა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამასთან, დღევანდელ ონლაინ შეხვედრაზე 2020 წელს რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს. განიხილეს პროექტების მიმდინარეობა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სასკოლო, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის, დასასვენებელი სკვერების, სპორტული მოედნების, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის, ამორტიზებული ხიდების აღდგენის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ზვიად შალამბერიძემ მერებს მიმართა, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული და თითოეული ობიექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.

ასევე, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა სოფლისთვის გამოყოფილია გარკვეული თანხა და მოსახლეობა საკუთარი სურვილით ირჩევს პრიორიტეტებს რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული დაფინანსებით.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო