„ქუთაისის უნივერსიტეტი“ განცხადებას ავრცელებს

„Unik - ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, ეფექტური პროექტების განხორციელებას მოხმარდება, - ამის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

"Unik - ქუთაისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, ისეთი ეფექტური პროექტების განხორციელებას მოხმარდება, როგორიცაა რობოტიკის და პროგრამირების სკოლები მოსწავლეებისთვის.

ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს განათლებას და ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას, მითუმეტეს ახლა, როდესაც პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ ეს სფეროც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა.

ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაც და ღირებულებაც, ახალი ცოდნის გენერირება, პროგრესული და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობაა, რომელიც სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით მიიღწევა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხარისხს და მნიშვნელობას ზრდის", - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს