"ქართული ოცნების" წევრი ტიტე აროშიძე - ირაკლი ჩავლეიშვილს თანაგუნდელები უზნეოდ დაუპირისპირდნენ, მის მიმართ ერთგვარ ბულინგს აქვს ადგილი

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა აქციის ფონზე დაიწყო. სხდომის დასაწყისში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა აქციის მონაწილეების განცხადებებსა და ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს.

"ქართული ოცნების" წევრის ტიტე აროშიძის თქმით, დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ოპოზიციის წევრები აგრესიულად და უზნეოდ დაესხნენ თავს, რადგან ირაკლი ჩავლეიშვილმა უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ირაკლი ჩავლეიშვილს უზნეოდ დაუპირისპირდნენ თანაგუნდელები, მის მიმართ ერთგვარ ბულინგს აქვს ადგილი, ჩემის მხრიდან კი ვიტყვი, რომ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია. ირაკლი ჩავლეიშვილი განათლებისა და კულტურის კომიტეტში იმუშავებს, ვულოცავ მას სრულფასოვან წევრობას და ასევე მივესალმებით ყველა დეპუტატს, რომელიც უმაღლეს საბჭოში შემოსვლას გადაწყვეტს", -განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოში ოპოზიციის წევრებმა მანდატზე უარი განაცხადეს, შესვლაზე თანხმობა მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა