საქპატენტი - eBay-ზე, Amazon.com-ზე, Alibaba.com-ზე და Rakuten-ზე შესაძლო უფლებადამრღვევი პროდუქციის მოძიება და იდენტიფიცირება – უფლებების აღსრულების სიმულაცია გაიმართა

საქპატენტის იურიდიული და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტების თანამშრომლებისა და აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის ციფრულ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – გეოგრაფიული აღნიშვნის კონტროლისა და მასზე უფლებების აღსრულების მექანიზმების შესახებ ტრენინგი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმულაციური პროცესების განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში.

„ციფრულ სივრცეში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებებზე უფლებების დარღვევის შემთხვევების მატებამ დღის წესრიგში დააყენა აღმასრულებელი უწყებების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საჭიროება. ტრენინგის მონაწილეებს მოწვეულმა ექსპერტებმა გააცნეს ფალსიფიცირებული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევებში რეაგირების მექანიზმები და კონკრეტული პროცედურები, მათი ამოღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, უფლებების აღსრულების საერთაშორისო მარეგულირებელი აქტები, უფლებების დარღვევებსა და აღსრულებასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები.

ტრენინგზე განხორციელდა სიმულაციური პროცესები, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიების eBay, Amazon.com, Alibaba.com, Rakuten და სხვა, შესაძლო უფლებადამრღვევი პროდუქციის მოძიებასა და იდენტიფიცირებას. აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სამომავლოდ გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ეფექტიანობის ზრდას.

საქპატენტი ახორციელებს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სხვა სახელმწიფოებში რეგისტრაციისა და დაცვისათვის აუცილებელ ღონისძიებებს. მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სხვადასხვა ქვეყანაში უფლებების დარღვევის შემთხვევებზე რეაგირებასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებაზე.

გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენენ გეოგრაფიული ადგილის სახელებს, რომლებიც გამოიყენება ისეთი პროდუქტების მოსანიშნად, რომელთა განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები, ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. მათი რეპუტაციისა და უფლებების დაცვა საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და უწყება აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს,“- ნათქვამია საქპატენტის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება