გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე მოწმეები იკითხებიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე მოწმეები იკითხებიან. როგორც საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, დაიკითხებიან პოლიციის თანამშრომლები და მაშველები, რომლებმაც შაქარაშვილის გვამი იპოვეს.

„ასევე, დაიკითხებიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები - მერსედესის მარკის ავტომობილის მგზავრები, რომელებიც მცხეთაში 18-19 ივნისს და მონაწილეობდნენ თავდასხმაში“,- განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით კი, დაცვის მხარეს მოწმეებთან ექნება კითხვები იმის თაობაზე, კონკრეტულად როგორ აღმოაჩინეს შაქარაშვილის გვამი, რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანებები და შემდეგ როგორ აღმოჩნდა წყალში.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს