სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის (II კორპუსის) მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დასრულებული სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"დარჩელში ავაშენეთ 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, სადაც მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიიღებენ განათლებას. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა შენგელიამ.

პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სკოლა, რომელიც 90 ბავშვზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტით გათვალისწინებულია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეების კეთილმოწყობა და რეკრეაციული ზონები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა