გომელაური - პანდემიის გამო, შსს-ს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა

პანდემიის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, დღემდე მომსახურების სააგენტომ ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს გაუწია მომსახურება.

„დაწესებული რეგულაციების დაცვით მუშაობს დაცვის პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, რომელშიც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება, ერთიან სივრცეში. მომსახურების სააგენტომ დაიწყო დამატებით ახალი ტიპის ცნობების გაცემა (მაგალითად, „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“). წელსვე ამოქმედდა იარაღის რეგისტრაციის დისტანციური მომსახურება. მზადების პროცესშია ინოვაციური სერვისი, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია/გადაფორმებას. ასევე, სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს სანომრე ნიშნების შეცვლის გამარტივებულ, დისტანციურ საკურიერო სერვისს. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი კოვიდ რეგულაციების დაცვით 2020 წელს 400 000 - ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო