ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა

ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ჟანგბადის კონცენტრატორები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მოქალაქეების დასახმარებლად მათ 8 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს