„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას აპირებენ.
როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, მას აქვს კონკრეტული საკითხები, რასაც დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე დააყენებს.
ამასთან, პაატა დავითაიას სურს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე დააყენოს საკითხი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ მომდევნო არჩევნებში, მათ შორის რიგგარეშე, ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ერთიანად, ერთი ბლოკის ფარგლებში მიიღოს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"