დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩთან საქართველოში, აკირა იმამურასთან შეხვედრა გამართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

„მინისტრი მიესალმა იაპონიის ელჩის თანამდებობაზე აკირა იმამურას დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას დიპლომატიურ საქმიანობაში. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე. განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას, მხარეებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ატარებს ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით. თავის მხრივ, აკირა იმამურამ მადლობა გადაუხადა მინისტრს გულთბილი დახვედრისთვის და გამოთქვა იმედი, რომ პირად წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩთან საქართველოში, აკირა იმამურასთან შეხვედრა გამართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

„მინისტრი მიესალმა იაპონიის ელჩის თანამდებობაზე აკირა იმამურას დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას დიპლომატიურ საქმიანობაში. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე. განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას, მხარეებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ატარებს ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით. თავის მხრივ, აკირა იმამურამ მადლობა გადაუხადა მინისტრს გულთბილი დახვედრისთვის და გამოთქვა იმედი, რომ პირად წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია