რუსთავში მცხოვრებ 600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

რუსთავში მცხოვრებ 600-ზე მეტ ოჯახს, წლების განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები, საკუთრებაში გადაეცემა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის აქტიური ჩართულობით, ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, აუცილებელია ამ პროცესის უფრო დაჩქარებული და ეფექტური წესით წარმართვა.

„მე, როგორც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურად ვარ ჩართული აღნიშნულ პროცესში. მერიასთან და შესაბამის სამინისტროებთან ერთად სულ მალე წარმოვადგენ კონრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდება მოკლე პერიოდში ეტაპობრივად აღნიშნული ფართების დაკანონება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული, მოსახლეობის ნაწილს უკვე გადაეცა დაკავებული ფართი საკუთრებაში, ეს პროცესი დაიწყო და შეუქცევადად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა