წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 5 დიდ სოფელში - ქვიტირში, ფარცხანაყანევში, გეგუთში, მაღლაკსა და მუხიანში სპეციალური კონტეინერები განთავსდება, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისე ამავე სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებთან.

ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში კონტეინერების დადგმის შესახებ დღეს იმერეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებს ონლაინ პრესკონფერენციაზე მიაწოდეს.

როგორც აღინიშნა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც არის საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ წამყვანი პარტნიორი ნარჩენების მართვის სეპარირების დანერგვა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიზნით.

"2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ფარცხანაყანევში - 5090, მუხიანში - 1058, მაღლაკში - 4126, ქვიტირში- 2314, გეგუთში - 5049, ჯამში კი 17, 637 მოქალაქე ცხოვრობს, რაც მთლიანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (56 883) 31 პროცენტს შეადგენს, აქედან გამომდინარე პირველ ეტაპზე აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და პლასტიკისა და ქაღალდის სეპარირების დაწყება უმნიშვნელოვანესია.

პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების შეგროვება ასევე ორგანიზებული იქნება ქალაქში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და სკოლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ ადგილებზე, გამოცხადებული ტენდერის შედეგად 60 პლასტიკისა და 50 ქაღალდის კონტეინერისთვის სულ 65700 ლარი დაიხარჯება. კონტეინერები იანვრის ბოლოს უკვე შემოტანილი იქნება.

საერთაშორისო პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი“" ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით