დავით სერგეენკო - საბედნიეროდ, რევოლუციის გარდაუვალი პირობები საქართველოში არ დგას

რევოლუციის გარდაუვალი პირობები საბედნიეროდ, საქართველოში არ დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

სერგეენკოს განცხადებით, მოლაპარაკებები და საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო გზაა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

"მე ვრჩები ჩემ აზრზე, რომ საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, რომ ქვეყნის უკეთესი მომავალი იყოს. თუმცა, ეს მთლიანად თუ ნაწილობრივ ოპოზიციის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.

ლეგიტიმურ რევოლუციას რაც შეეხება, მე არ ვარ ამის სპეციალისტი, რაც ადრე მაქვს ნასწავლი - რევოლუციის გარდაუვალი პირობები საბედნიეროდ საქართველოში არ დგას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ მოლაპარაკება და საპარლამენტო ტრიბუნა იქნას გამოყენებული ოპოზიციის და პოზიციის პაექრობისთვის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი, არჩევნებია. კითხვაზე, განიხილავენ თუ არა რევოლუციას, ბოკერია პასუხობს, რომ "არა".

"ვისაც ძალაუფლება აქვს ხალხს ეუბნება, რომ არჩევნებს ვაუქმებ, რჩება 2 სცენარი, ან დიქტატურისკენ სვლის შეგუება ან ლეგიტიმური რევოლუცია, პირველი კატასტროფაა და არც მეორე გვსურს, გვსურს ვადამდელი არჩევნები", - აცხადებს ბოკერია.

ნიკა მელიას განცხადებით კი, "როცა ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, სასამართლო აღარ არსებობს, საზოგადოების პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო