კელი დეგნანი - 2020 წელი რთული წელი იყო, მაგრამ საქართველოსთან ჩვენ გავაძლიერეთ პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ერთად

2020 წელი რთული წელი იყო, მაგრამ მან წარმოაჩინა საუკეთესო საქართველოსა და შეერთებულ შტატებში - ჩვენ გავაძლიერეთ პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ერთად,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს კოვიდ-19-ის გამოწვევის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააგრძელა საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება მთელ რიგ სფეროებში. დეგნანის განცხადებით, ამერიკამ და საქართველომ ერთად იმუშავეს კეთილდღეობის მქონე, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ოჯახთან.

„უფრო კონკრეტულად აშშ-ის მისიის პროფესიონალების თავგადადებული ჯგუფი ქართველ მეგობრებთან ერთად მუშაობდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართულ საპასუხო ნაბიჯებზე და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ხელშეწყობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებასა და ზრდაზე, რომელმაც უნდა შექმნას კარგი ახალი სამუშაო ადგილები და მოიტანოს უფრო მეტი ინვესტიციები, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები და დაეხმაროს პასუხისმგებლიან მედიას, განათლების სფეროსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბევრი პროგრამის მიღმა, რომელიც ახლახანს იყო ნახსენები, ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის ყველზე ძლიერი კავშირი ჩვენი ხალხია, ერთად ამ და სხვა მრავალი პროგრამის დახმარებით, ქართველები და ამერიკელები აშენებენ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ რეგიონისთვის. 2020 წელი რთული წელი იყო, მაგრამ მან წარმოაჩინა საუკეთესო საქართველოსა და შეერთებულ შტატებში- ჩვენ გავაძლიერეთ პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ერთად,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

იხილეთ ვიდეო:2020 წელი რთული წელი იყო, მაგრამ საქართველოსთან ჩვენ გავაძლიერეთ პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ერთად - კელი დეგნანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა