ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი მედიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსით გამოწვეული გართულებებით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ანესთეზიოლოგი გარდაიცვალა.
60 წლამდე ექიმი ამავე კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობდა.