გზების დეპარტამენტი - ქუთაისში აგვისტოდან მიმდინარე 32 ქუჩის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება

ქუთაისში აგვისტოდან მიმდინარე 32 ქუჩის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც საავტომობილო გზების ტეპარტამენტში აცხადებენ, ზოგიერთი მედიასაშუალებით ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქუთაისის 32 ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოდან დაიწყო, მათ შორის 2 ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები. ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას. ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. 29 სარეაბილიტაციო ქუჩის საერთო სიგრძე 10 კმ-ზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მუდმივად მზად არის უპასუხოს შეკითხვებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო