ოჯახი 36 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს

36 წლის კობა ჩახუნაშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს. ჩახუნაშვილების თქმით, მათი შვილი ალკოჰოლს მოიხმარდა, რის გამოც 9 დეკემბერს ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, ის კლინიკაში თავის ფეხით წავიდა, თუმცა 11 დეკემბერს აცნობეს, რომ მამაკაცი ხონში, კლინიკაში გადაყავდათ, რადგან მდგომარეობა დამძიმდა. იქედან კი ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც 13 დეკემბერს გარდაიცვალა.

ოჯახის თქმით, კობა ჩახუნაშვილს სხეულსა და სახეზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა და მათთვის უცნობია, როგორ მიიღო მან დაზიანება. ისინი საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

რაც შეეხება საავადმყოფოს, კლინიკა "ბომონდის" ინფორმაციით, პაციენტი მათთან კორონავირუსის დიაგნოზით, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახი კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ როცა ანალიზი ჩაუტარეს, კორონავირუსი არ აჩვენა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს