ირაკლი შიოშვილი და იოსებ ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ბაბანეურში გზების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ

ირაკლი შიოშვილი და იოსებ ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ბაბანეურში გზების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი მოადგილეებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ბაბანეურში გზების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ბაბანეურში, ბაბანეურის ტურისტულ კომპლექსამდე მისასვლელი ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, კახეთის რეგიონში ჯამში 3 პროექტი დაფინანსდა.

როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ტურისტული დანიშნულების ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ქ. თელავში, ორ მსხვილ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა.