ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის ლოკალიზებაში სახანძრო სამაშველო სამხურის 7 ეკიპაჟი მონაწილეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.