ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ეკიპაჟი მუშაობდა. ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ. ისინი დახმარებას ბათუმის მერიას სთხოვენ. თავის მხრივ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ უწყებაში შექმნილია სპეციალური კომისია, ზარალს დაითვლის და შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულებს. უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში განათავსებენ.