ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია გრძელდება

ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

მერის თქმით, გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელი მიერთებები.

„ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს, როგორც სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელების მიერთებების მოწყობას. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პრესსამსახურის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70-ზე მეტ ქუჩას, გზები რეაბილიტირდა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა