ბენიამინ ნეთანიაჰუ - თავს მშვენივრად ვგრძნობ და მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ​

ისრაელის პრემიერმინისტრმა, რომელმაც გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, აცხადებს, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ.

„გუშინ მივიღე პირველი ვაქცინა. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს გამოვიდეს და აიცრას. თუკი ყველა ჩვენგანი, ან დიდი ნაწილი მაინც აიცრება, ჩვენ ამ ავადმყოფობას დავამარცხებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლება და ექსპერტები მოწოდებულნი არიან საიმისოდ, რომ აღკვეთონ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის შემოსვლა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა.

„ამ დროისთვის არ გაგვაჩნია არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენთან არსებული ვაქცინა არაეფექტურია ახალი მუტაციის წინააღმდეგ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ვითარება უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსწავლობთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენათა განვითარებას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო