ირაკლი კობახიძე - გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა, რაც ქმნის გარანტიას, რომ პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული, იქნება მრავალპარტიული

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, რაც ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული.

მან ასევე ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის არ აქვს არავითარი მანევრი.

„მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა - რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს ყველაფერი იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული“ ,- აღნიშნა კობახიძემ.

მისვე თქმით, წარდგენილი კანონპროექტებიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, მაგრამ სხვა მანევრები აქვთ, რაზეც ღიად ვერ ისაუბრებს.

„უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი გვაქვს, ბევრი სვლა გვაქვს ხელში“ ,- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია