მცხეთის სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. პარალელურად, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 8 არასრულწლოვნის საქმეზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.

როგორც მცხეთის სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ბრალდების მხარის მხრიდან წარმოდგენილი არცერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ბრალად შერაცხულ ქმედებებს, რომელიც ზ.ხ.-ს აქვს წარდგენილი.

„დღევანდელ პროცესზე მოხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, წარმოადგენენ მოწმეებს და ეს მოწმეები დაიკითხებიან, ჩვენ წინასწარ არ ვიცით ამ მოწმეების ვინაობა, გამომდინარე აქედან, კითხვებიც შესაბამისი გვექნება. ის მოწმეები, რომლებიც ბრალდების მხარეს გამოკითხული ჰყავს და ვიცით, რომელი მოწმე რას ამბობს, არცერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ბრალად შერაცხულ ქმედებებს, რომელიც აქვს ზ.ხ.-ს წარდგენილი. მიგვაჩნია, რომ ეს პირები პროცესზეც არ იტყვიან რაიმე შემხებლობას. მთავარია მოწმემ დაადასტუროს თუ რა გარემოებებში მიიღო გარდაცვლილმა შაქარაშვილმა ის დაზიანებები, რომელიც სხეულზე აღენიშნება და შემდგომ როგორ აღმოჩნდა წყალში, ამ გარემოებებზე არცერთი მოწმე არ საუბრობს, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც იქნება გამამართლებელი“, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

პარალელურად, ბრალდების მოწმეები იკითხებიან თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, 8 სრულწლოვანის საქმეზე. ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი მოწმეც დაიკითხება, რომელიც დაადასტურებს, იყო თუ არა დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის რაიმე კონტაქტი და რამდენად იყო ტანსაცმლიდან ნიმუშები ამოღებული.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად