„თბილღვინოს“ საფერავი ლონდონში International Wine Challenge-ის საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა

საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის აღიარება გრძელდება. ამჯერად, ლონდონში International Wine Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინომ პირველად მოიპოვა უმაღლესი ჯილდო - „თბილღვინოს“ საფერავი წლის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ თბილღვინოპირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ლონდონში გამართულ ამ ყველაზე გავლენიან კონკურში მსგავსი ჯილდო მიიღო. ამავე კონკურსზე ოქროს ჯილდო მოიპოვა ღვინომ„მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი“. Decanter, London 2020-ზე კი თბილღვინოს მუკუზანმა აიღო ოქროს ჯილდო.

კომპანია „თბილღვინო“ უკვე წლებია, ქართული ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციასა და ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებს მსოფლიოს აცნობს. კომპანია იყენებს ღვინის წარმოების ტრადიციულ და უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამის მეთოდებს.

წელს, „თბილღვინომკონკურსებში მონაწილეობის შედეგად 31 ჯილდო მიიღო. ამისათვის, კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, წლიდან წლამდე ზრუნავდა ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების პროცესის მეტად სრულყოფაზე.

„თბილღვინოს“ წარმატების შემდეგ, ქართული ღვინისა და კომპანიის შესახებ სტატიები გამოჩნდა უცხოურ მედიაში. „10 რამ, რაც International Wine Challenge-ის ტოპ წითელი ღვინის შესახებ უნდა იცოდეთ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ლონდონში გამართული კონკურსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. პუბლიკაციაში მოთხრობილია კომპანიის ისტორია 1962 წლიდან დღემდე, საბჭოთა კავშირის პირობებში და მისი დაშლის შემდეგ.

„გამარჯვებული საფერავი „თანამედროვე“, „ახალგაზრდა“ სტილს განეკუთვნება. მან 100 ქულიდან 97 დააგროვა და ერთადერთი წითელი ღვინოა (ასევე, ოთხ სხვადასხვა სახეობის ღვინოს შორის ერთ-ერთი), რომელმაც 2020 წლის კონკურსში აღნიშნული შედეგი მიიღო“, - წერს ვებ-გვერდი.

„თბილღვინოს“ მიერ ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის პოპულარიზაცია ამით არ მთავრდება. კომპანია შემოქმედებით გუნდთან ერთად ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა ანიმაციაზე, რომელშიც ისტორიულ ფაქტებსა და მითებზე დაყრდნობით არის მოთხრობილი ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია. მის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Hans&Gruber-მა იმუშავა, პერსონაჟები და პეიზაჟები კი Hans&Gruber-ის კრეატიული დირექტორის, გიორგი მაღრაძე Artman-ის მიერ შეიქმნა, ანიმაციის გაცოცხლებაზე კი სტუდია Animatory-მ იმუშავა. მუსიკალური კომპოზიცია ანიმაციისთვის Postred-მა შექმნა. ანიმაცია ქართული აუდიტორიისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მასში ასახულია ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომელსაც თან სდევს ვაზის პატივისცემისა და ღვინის დაყენების მუდმივად განვითარებადი ტრადიცია.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ 1962 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო გახდა. 1999 წლიდან კომპანიის სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები არიან. მათ ღვინის წარმოება ახალ ეტაპზე გადაიყვანეს, დანერგეს ხარისხის ახალ სტანდარტები, რომელიც ემსახურებოდა ტრადიციების შენარჩუნებასა და ამავდროულად, სიახლეების შემოტანას.

დღეს, „თბილღვინო“ 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია კახეთის რეგიონში 306 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახებს ფლობს და უძველესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

https://fb.watch/2whkRkZRde/

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა