დავით თვალაბეიშვილი - ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში მაღალი დონის პოლიტიკის დიალოგი და ,,საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა საქართველოსთვის“ ენერგოსექტორის დაგეგმვის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც საქართველო მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მისაღწევად სწორი პოლიტიკის შემუშავებას შეძლებს. მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს: თანამედროვე, საიმედო ენერგოსერვისებზე წვდომას, ერთიან გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში განახლებადი ენერგიის წილის მნიშვნელოვან ზრდას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა „საქართველოსთვის მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ სტრატეგიულ მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა დოკუმენტის შექმნის პროცესში მონაწილე მხარეებისადმი შეტანილი წვლილისთვის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლად ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმართულების გაძლიერება.

„ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმპორტირებულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას და მაქსიმალურად გაზრდის განახლებადი ენერგიების წილს მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში, რაც თავის მხრივ ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებასაც მოახდენს“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) აღმასრულებელი მდივნის მოადგილე ქავეჰ ზაჰედი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი მაია მელიქიძე და სხვა.

ცნობისთვის, საქართველო აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სრულუფლებიანი წევრია 2000 წლის 25 ივლისიდან.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით თვალაბეიშვილი - ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში მაღალი დონის პოლიტიკის დიალოგი და ,,საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა საქართველოსთვის“ ენერგოსექტორის დაგეგმვის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც საქართველო მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მისაღწევად სწორი პოლიტიკის შემუშავებას შეძლებს. მდგრადი განვითარების მიზნები მოიცავს: თანამედროვე, საიმედო ენერგოსერვისებზე წვდომას, ერთიან გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში განახლებადი ენერგიის წილის მნიშვნელოვან ზრდას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა „საქართველოსთვის მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ სტრატეგიულ მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა დოკუმენტის შექმნის პროცესში მონაწილე მხარეებისადმი შეტანილი წვლილისთვის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლად ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მიმართულების გაძლიერება.

„ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმპორტირებულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას და მაქსიმალურად გაზრდის განახლებადი ენერგიების წილს მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში, რაც თავის მხრივ ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებასაც მოახდენს“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) აღმასრულებელი მდივნის მოადგილე ქავეჰ ზაჰედი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი მაია მელიქიძე და სხვა.

ცნობისთვის, საქართველო აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სრულუფლებიანი წევრია 2000 წლის 25 ივლისიდან.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი