სპეციალურად კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ევექსი კლინიკების ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

სპეციალურად კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ევექსი კლინიკების ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პოლიკლინიკა ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს პაციენტებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 და მკურნალობენ შინ. პაციენტებს აღნიშნულ პოლიკლინიკაში შეუძლიათ 2 სამედიცინო პაკეტით სარგებლობა:

პაკეტი #1

  • ოჯახის ექიმის კონსულტაცია
  • გულ-მკერდის ღრუს რენტგენოგრაფია
  • ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში
  • ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლის საერთო, D დიმერი, CRP – ცე რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში)

გამოკვლევების პასუხები პაციენტსა და მის ექიმს მეილზე გაეგზავნებათ. პასუხების საფუძველზე ექიმი თავად დაუკავშირდება პაციენტს და გააგრძელებს დისტანციურად მის მართვას. პაკეტის ღირებულებაა 190 ლარი.

პაკეტი #2 – ლაბორატორიული გამოკვლევები

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • D დიმერის განსაზღვრა სისხლში
  • CRP – ცე რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში

გამოკვლევების პასუხები პაციენტს მეილის საშუალებით ეცნობება. პაკეტის ღირებულებაა 100 ლარი.

COVID დადასტურებული პაციენტების პოლიკლინიკაში შესაძლებელია ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ან სურვილისამებრ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება:

  • კარდიოექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც ხშირად სჭირდებათ COVID დადასტურებულ პაციენტებს

აღნიშნული პოლიკლინიკა იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:00-დან 19:00 საათამდე.

COVID დადასტურებულმა პაციენტებმა ვიზიტის დასაჯავშნად უნდა დარეკონ „ევექსი კლინიკების“ ცხელ ხაზზე: 0322 55 05 05.

პოლიკლინიკის მისამართია: ე.ნინოშვილის ქ.60. (თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ)

„ევექსი კლინიკების“ თბილისში მდებარე სხვა პოლიკლინიკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ პაციენტების მიღებას.

(R)