სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცა

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, საჩუქარი გადაეცათ მოსწავლეებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და გამოირჩევიან სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საჩუქარი მიიღო ჭრებალოს, ურავის, ნიკორწმინდის, ჭელიაღელისა და სადმელის საჯარო სკოლების 6-მა მოსწავლემ. მათივე ცნობით, აღნიშნული სოციალური პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის მოტივაციის ამაღლებას.
























