იაპონელი მეცნიერების მიერ შექმნილი თამბაქოს ჯანსაღი ალტერნატივა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ზრდასრულთა დაახლოებით 19% თამბაქოს მომხმარებელია. ბოლო წლებში, მსოფლიოს მასშტაბით კვამლისგან მილიონობით ადამიანი გათავისუფლდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს - თუ 2015 წელს თამბაქოს მსოფლიო პოპულაციის 21% მოიხმარდა, ახლანდელი მონაცემებით, პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას. ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც დახურულ სივრცეში მისი მოხმარება შეზღუდულია, რაც არამწეველთა დასაცავად მნიშვნელოვანი მექანიზმია, რადგან უნებლიედ კვამლის შესუნთქვა მათ მაინც უწევდათ.

ბევრი მწეველი თამბაქოსგან გასათავისუფლებლად მის ალტერნატიულ გზებზე გადავიდა. მათ შორის არის ელექტროსიგარეტი, რომელიც ნიკოტინის გარკვეულ დოზას შეიცავს და ამ მხრივ, მწეველთა მოთხოვნას აკმაყოფილებს. არსებობს სიგარეტის სხვა ალტერნატივაც და ეს არის „ჰელსიერი“, რომელიც არ შეიცავს არც ნიკოტინს და ორგანიზმისთვის სხვა მავნე ნივთიერებას.

პროდუქტი საქართველოსთვის ჯერჯერობით ახალია, თუმცა ლოიალური მომხმარებლები მან უკვე შეიძინა. უფრო დეტალურად, რა შემადგენლობა აქვს „ჰელსიერს“ და რეალურად, მართლა არის თუ არა ის თამბაქოს ჯანსაღი ალტერნატივა, ჩვენს ქვეყანაში მის წარმომადგენლებს დავით ლიპარტელიანს და დავით გოგიძეს ვესაუბრეთ:

რა შემადგენლობა აქვს ჰელსიერს“ და სად და როგორ იქმნება ის?

„ჰელსიერი“ არის ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უვნებელი ინგრედიენტებისაგან დამზადებული გათბობადი ჩხირები, რომლის მოხმარებაც შეიძლება ნებისმიერი ტიპის სპეციალური მოწყობილობით.

თამბაქოს ნაცვლად, მის შემადგენლობაში შედის ჩაი, რომლის გათბობის შემდეგ გამოიყოფა კოფეინი. იგი ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას.

ასევე, აღსანიშნავია მის შემადგენლობაში არსებული ლოკოკინის ექსტრაქტი, რომელიც, ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. რაც შეეხება განსხვავებულ გემოებსა და არომატებს, ისინი უზრუნველყოფილია მხოლოდ გემოს შესაბამისი ბუნებრივი ექსტრაქტით.

ჰელსიერიარის იაპონური კომპანია SKS Co-ის პროდუქტი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, როგორც თამბაქოს ან ნიკოტინის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის ჯანმრთელი ალტერნატივა.

არის თუ არა „ჰელსიერი“ რეალურად, თამბაქოს ჯანსაღი ალტერნატივა?

ვინაიდანჰელსიერშისაერთოდ არ არის თამბაქო და შესაბამისად - ნიკოტინი, „ჰელსიერი“ საერთოდ არ არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი. მისი წვის შედეგად არ გამოიყოფა არც კუპრი და არც სხვა მავნე პროდუქტი, შესაბამისად, „ჰელსიერის“ კვამლი გარშემომყოფებს არ აზიანებს.

აღნიშნული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად იხვეწება. უპირველეს ყოვლისა, იგი პოპულარული გახდა იაპონიაში, ვინაიდან იაპონელები, გარკვეული ისტორიული მოვლენების შემდეგ, უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ცდილობენ, მუდმივად იყვნენ ნოვატორები ჯანდაცვის სფეროში.

ევროპის ბაზარზე ცენტრალური მოთამაშე გერმანიაა, საიდანაც მარაგდება ევროპის ბაზარი.

გაყიდვების ზრდადი დინამიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯანმრთელი ცხოვრების მომხრეა.

ახერხებენ თუ არა მწეველებიჰელსიერისდახმარებით თამბაქოზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას?

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება შესაძლებელია შესუსტდეს სხვადასხვა ქიმიური მედიკამენტის ან სპეციალური პლასტირების საშუალებით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მწეველისათვის ერთ-ერთი ყველაზე რთულია სიგარეტის ხელში არქონის შეგრძნება. სწორედ ამიტომ „ჰელსიერი“ შეიქმნა, როგორც თამბაქოს მოხმარებისათვის თავის დანებების საშუალება, რომლის წყალობითაც შესაძლებელია გარკვეულ ქცევაზე უარის თქმის გარეშე ზიანი არ მიაყენო არც საკუთარ და არც სხვის ჯანმრთელობას.

შეუძლია თუ არა თამბაქოს მომხმარებელს პირდაპირ „ჰელსიერზე“ გადავიდეს?

მაგალითად, სიგარეტიდან ელექტროსიგარეტზე გადასვლისას ახალ პროდუქტთან შეგუებას რამდენიმე დღე სჭირდება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში, მათი ძირითადი კომპონენტი - თამბაქო ორივე პროდუქტშია წარმოდგენილი და ორგანიზმში ძირითადად, ფილტვები თავისუფლდება კუპრისა და მხუთავი აირის მავნე ზემოქმედებისგან, თუმცა ორგანიზმზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედება ისევ არსებობს.

„ჰელსიერზე“ გადასვლა უფრო რთულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ორგანიზმი, კუპრთან და მხუთავ აირთან ერთად, სუფთავდება ნიკოტინისგანაც. მნიშვნელოვანია, რომ ჰელსიერიხელს უწყობს ნიკოტინზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას, თუმცა შესაძლებლობას გაძლევთ, შეინარჩუნოთ თამბაქოს პროდუქტების მოხმარებისას ჩამოყალიბებული ჩვევები.

საინტერესოა, რით განსხვავდებაჰელსიერიელექტროსიგარეტისგან? რომელი უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა?

მე შემიძლია გითხრათ, რომ „ჰელსიერი“ ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელი პროდუქტია. იგი შეიცავს კოფეინს და საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 6 ნატურალური არომატით (რეგულარი, მენთოლი, მენთოლო-7.0, ციტრუსი, ყავა და მოცვი) სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელისთვის.

არსებობს თუ არა კვლევები ჰელსიერთანდაკავშირებით და რა შედეგები დადეს მეცნიერებმა?

კვლევები ძირითადად იაპონიაშია ჩატარებული და, როგორც დასკვნებშია მითითებული, არ გამოვლენილა არანაირი უკუჩვენება. ამ პროდუქტის მოხმარებისას გამოყოფილი ორთქლი არ არის მავნებელი და შესაძლებელია მისი მოხმარება დახურულ სივრცეებშიც.

„ჰელსიერის“ მომხმარებლები ძირითადად არიან ისინი, ვისაც უნდა თავი დაანებოს თამბაქოს წევას, ასევე, ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქალბატონები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები, ადამიანები, ვინც მიჰყვება ან სურს მიჰყვეს ცხოვრების ჯანსაღ წესს და სხვა.

საქართველოში მოხმარების როგორი პრაქტიკა აქვსჰელსიერს“? რამდენად ენდობა მას ადგილობრივი მოსახლეობა?

„ჰელსიერი“ საქართველოს ბაზარზე თითქმის ერთი წლის წინ შემოვიდა. მომხმარებლებისგან ამ პროდუქტთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარ გამოხმაურებებს ვიღებთ.

არსებობს მუდმივი მომხმარებლების ჩამოყალიბებული ჯგუფი, ვინც პროდუქტის გამოჩენისთანავე წაიკითხა საინფორმაციო ბუკლეტები და სწორად გაიაზრა პროდუქტის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია. ისინი მუდმივად უწევენ პოპულარიზაციას „ჰელსიერს“, როგორც სიგარეტის ჯანსაღ ალტერნატივას, თუმცა ნებისმიერ პროდუქტს ჰყავს სკეპტიკურად განწყობილი კრიტიკოსები, რომლებიც არ ცდილობენ გაერკვნენ დეტალებში და ადარებენ მას ბაზარზე უკვე არსებულ სხვაა პროდუქტებს. საქართველოში „ჰელსიერს“ ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ მომხმარებელთა რიგები დღითიდღე მატულობს.

ჩვენს ქვეყანაში როგორ არისჰელსიერისშეძენა შესაძლებელი?

შეძენა შესაძლებელია SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელის ნებისმიერ მაღაზიაში საქართველოს მასშტაბით. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პროდუქტის შეძენა ამავე ქსელის მიტანის სერვისის საშუალებითაც ხდება და ასევე არსებობს პირდაპირი მიწოდების სერვისი Facebook-ში „ჰელსიერი“-ს ოფიციალური გვერდიდან.

(R)

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა